შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2015 წლის ოქტომბრის თვე 504 450 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,3 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 178 387 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%);
ბ) ტრანზიტი - 130 116 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,3%);
გ) სხვა - 195 947 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,5%).
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 995 489 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,8%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+9,2%), თურქეთიდან (-3,7%), აზერბაიჯანიდან (+5%), რუსეთიდან (+15,3%) და უკრაინიდან (+10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 19%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (31%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (53%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (34%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 762% და საუდის არაბეთი - 77%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2015 წელი, ოქტომბერი