შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2015 წლის აგვისტოს თვე 852 377 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 383 619 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2%);
ბ) ტრანზიტი - 224 993 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54%);
გ) სხვა - 243 765 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,6%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3,5%).
რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 922 376 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+24,7%), აზერბაიჯანიდან (+8,3%), თურქეთიდან (-10%), რუსეთიდან (+23%) და უკრაინიდან (+5,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, ლატვია, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 21%, 20%, 14%, 12%, 10%, 10% და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (36%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსის და მოლდოვას მოქალაქეები 54% და 35%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 766% და საუდის არაბეთი - 75%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2015 წელი, აგვისტო