შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული ა.ა. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა.ა. ღამით, თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.