შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1988 წელს დაბადებული ა.ს. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ჯ.ს. და ა.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.