შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ცინარიძემ და მისმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლეს.
შეხვედრას პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსის კაბინეტის დირექტორი რობერტ ჟულკიევსი და პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ცეზარ პოპლავსკი ესწრებოდნენ. ქართველი კოლეგები სტუმრებს საპატრულო პოლიციის სტრუქტურის, მუშაობის მეთოდებისა და ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული რებენდგინგის შესახებ ესაუბრნენ. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის პოლიციის მუშაობის სპეციფიკა და გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორი“, მოტოციკლი და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს.