შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს სალაროსთან იპოვეს საფულე, რომელშიც 37 750 ერაყული დინარი, 200 თურქული ლირა და პირადი საბუთები იყო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადგინეს აღნიშნული ნივთების მფლობელის ვინაობა და ადგილსამყოფელი. ის 1990 წელს დაბადებული, ერაყის მოქალაქე – ბაბაჰ აჰმედ ჯალალ ჰადი აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ნაპოვნი თანხა და საბუთები მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს.