შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გიორგი კ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი კ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში იმ დროს დააკავეს, როცა ის მოლარეს აყაჩაღებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოლარეს თავს დაესხა და დანის მუქარით ფული მოსთხოვა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).