შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 6210 ცალი საბრძოლო ვაზნა, 203 ერთეული სხვადასხვა დასახელების ფეთქებადი და საბრძოლო მასალა, 1 ყუმბარმტყორცნი, 13 ერთეული სხვადასხვა დასახელების ავტომატური და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
სულ ჩაბარებულია: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კალიბრის 6210 ცალი საბრძოლო ვაზნა, 40 ცალი „ეფ-1“-ის ტიპის, 9 ცალი „ერ-გე-დე“-ს და 29 ცალი „ერ-გე“-ს ტიპის ხელყუმბარა, 4 ცალი „ერ-კა-გე 3 ემ“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, 5 ცალი გადაჭრილი გლუვლულიანი თოფი, 2 ცალი 7,62 მმ კალიბრის შაშხანა, „უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 50 ცალი ამფეთქი ფალია, 10 ცალი სასწავლო დეტონატორი, 1 ცალი ფალიის დეტონატორი, 2 ცალი „ა-კა-ეს 4“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ცალი „ნაგანი“-ს ტიპის რევოლვერი, 1 ცალი ,,მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი, 2 ცალი „პე-გე-7-პე“-ს და „ბე-ემ-22“-ის ტიპის გასროლა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 24 ცალი მჭიდი, 9 მმ კალიბრის 1 ცალი კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, 5,6 მმ კალიბრის 1 ცალი თვითნაკეთი პისტოლეტი, 9 ცალი „გე-პე-ვე -2“-ის სისტემის საბრძოლო თავი, 3 ცალი ტროტილის კოჭა, 1 ცალი „ი-ემ-82“-ის ტიპის ამფეთქი კოჭა, 3 ცალი საკვამლე კოჭა, 1 ცალი მასრა, 7 ცალი 122 მმ საარტილერიო ჭურვი, 6 ცალი „ტე-დე-42“-ის ტიპის ყუმბარა, 1 ცალი „პე-გე-7-ვე“-ს ტიპის ყუმბარმტყორცნი, 1 ცალი „ემ-ვე-პე-62“-ის ტიპის ნაღმის ამფეთქი, 4 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ამფეთქი, 1 ცალი „ო-ზე-ემ-72“-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 13 ცალი „ემ-უ-ვე“-ს ფალიის კორპუსი, 1 ცალი „ემ-უ-ვე-ემ-4“-ის ტიპის ამფეთქი, 1 ცალი თვითნაკეთი სასიგნალო პისტოლეტი, 8 ცალი სასიგნალო მაშხალა და 1 ცალი „პე-გე-7-ელ“-ის ტიპის ყუმბარმტყორცნის ყუმბარის შუა ნაწილი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).