შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სამხედრო-სამოქალაქო დაგეგმარების სემინარში მიიღეს მონაწილეობა.
2015 წლის 13-16 ივლისს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი მიზანია 2016-2017 წლებში დაგეგმილი სამაგიდო ვარჯიშებისთვის სცენარის შემუშავება. სემინარი სამხედრო-სამოქალაქო მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორები არიან: აშშ-ს სამხედრო ძალების სარდლობა ევროპაში, აშშ-ს საელჩო საქართველოში, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟინრო კორპუსი, ხოლო საქართველოს მხრიდან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და თავდაცვის სამინისტრო.
აღნიშნული სამაგიდო ვარჯიშების მიზანია, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად, უწყებათა მაღალი რანგის წარმომადგენლების ტრენინგში მონაწილეობა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებმა.