ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით 20-21 მარტს გასვლითი სამუშაო შეხვედრა იმართება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი და სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლები. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემუშავება სტრატეგიით გაწერილი მიზნების შესრულების კონკრეტულ საქმიანობებს ითვალისწინებს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის N226 დადგენილებით დამტკიცდა და ძალაში 1 მარტიდან შევიდა.