შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების პირველ მდივან რადოსლავ დარსკის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, მანდატის გაგრძელების მნიშვნელობას, შსს-ს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შორის არსებული ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.
შეხვედრაზე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ სტუმარს ასევე გააცნო ოკუპირებულ რეგიონებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება.