შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ.
პოლონელმა ინსტრუქტორებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საბაგიროზე სამაშველო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით გადაამზადეს. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
სამთო-სამაშველო სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.