შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს.
მეხანძრე-მაშველები მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. ამჯერად, სისხლი სააგენტოს 50-მდე თანამშრომელმა გაიღო.
აქციის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.