2013 წლის 25 დეკემბერს, შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის №3495 წერილი, კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის სიახლოვეს არსებულ ყოფილ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ე.წ. სამხედრო ქალაქის) ტერიტორიაზე, მოსახლეობის ინფორმაციით, შესაძლო რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობის ან/და რადიაციული დაბინძურების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, 26 დეკემბერს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, განაღმვის სამსახურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივმა ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიისა და მიწისქვეშა ამორტიზირებული შენობების ფეთქებად მასალებზე და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე მონიტორინგი.
შემოწმების შედეგად ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში ასაფეთქებელი ნივთიერებები და რადიოაქტიური წყაროები აღმოჩენილი ვერ იქნა.