2020 წლის 21 აგვისტოდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მიერ, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის, თეთრი წყაროს, ქ. რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 16 (თექვსმეტი) სექცია ამოქმედდა:
1. მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-3 კილომეტრიდან (თბილისის გასასვლელი ფონიჭალა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრმდე (თელეთი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
2. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრიდან (თელეთი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრამდე (კუმისი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
3. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრიდან (კუმისი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრამდე (თეთრი წყაროს გადასახვევი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
4. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრიდან (თეთრი წყაროს გადასახვევი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე კილომეტრამდე (მარნეული 9 მაისის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ).
5. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ეკილომეტრიდან (მარნეული 9 მაისის ქუჩა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 29-ე კილომეტრამდე (მარნეული ბარათაშვილის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
6. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 29-ე კილომეტრიდან (მარნეული ბარათაშვილის ქუჩა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე კილომეტრამდე (მარნეული 9 მაისის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
7. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე კილომეტრიდან (მარნეული 9 მაისის ქუჩა). ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრამდე (თეთრი წყაროს გადასახვევი). (ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ).
8. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრიდან (თეთრი წყაროს გადასახვევი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრამდე (კუმისი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
9 ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრიდან (კუმისი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრამდე (თელეთი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
10. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრიდან (თელეთი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-3 კილომეტრამდე (თბილისის გასასვლელი ფონიჭალა). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
11. თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრიდან (სოფ. გამარჯვება), თბილისის შემოვლითი გზის 48-ე კილომეტრამდე (სოფ. გაჩიანი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
12. თბილისის შემოვლითი გზის 48-ე კილომეტრიდან (სოფ. გაჩიანი), თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრამდე (სოფ. გამარჯვება). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
13. თბილისის შემოვლითი გზის 34-ე კილომეტრიდან (ლოჭინის კვანძი) თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრამდე (სოფ. გამარჯვება), (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
14. თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრიდან (სოფ. გამარჯვება), თბილისის შემოვლითი გზის 34-ე კილომეტრამდე (ლოჭინის კვანძი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
15. ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირიდან (შ.რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), მეგობრობის გამზირისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე. (ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ).
16. მეგობრობის გამზირისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩის კვეთიდან რუსთავი, მეგობრობის გამზირამდე. (შ.რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) რუსთავი, (ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ).
სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1097 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.