2014 წლის 12 აპრილს 12:18 სთ-ზე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა ინფორმაცია ქ. გორში შენობის სახურავის ჩამონგრევის შესახებ. ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა ორი სამაშველო ჯგუფი, ნანგრევებში საძიებო სპეციალური აღჭურვილობით. აგრეთვე მობილიზებულ იქნა შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გორის მუნიციპალური სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფები. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით ნგრევის ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით გამოყენებით ჩატარდა საძიებო-სამაშველო ოპერაცია. შენობის ნგრევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოყოლია.