პროექტის - "პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში" - ფარგლებში ა.წ. 28 იანვარს გაიმართა სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. პროექტი ხორციელდება 2012 წლიდან აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებების აკადემიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის და მიზნად ისახავს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში ესტონეთის საელჩოს, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებების აკადემიის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობა, პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენციების, ტრეინინგებისა და სასწავლო ვიზიტების შედეგები და სამომავლო გეგმები.