პროექტის – „პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“ - ფარგლებში, სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებების აკადემიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2012 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ესტონეთის საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებების აკადემიის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობა, პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენციების, ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების შედეგები და სამომავლო გეგმები.