სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის კომპეტენცია:
- საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და გავრცელება;
- ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი;
- სამინისტროს საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით (http://www.matsne.gov.ge 14001000022034016740) სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება;
- საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება;
- მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია, რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას;
- საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება.