შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა პ.ა. გადამოწმების მიზნით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე შეაჩერეს.
პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, აღნიშნული პირი კი დააკავა.
გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.