ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - თეიმურაზ კუპატაძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია.
ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე, ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: იორდანიის მოქალაქეები -1974 წელს დაბადებული ს. ა. და 1983 წელს დაბადებული მ.ო.; ლატვიის მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული გ.გ.; ასევე, საქართველოს მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული გ.კ., 1977 წელს დაბადებული ს.კ., 1972 წელს დაბადებული ს.მ., 1989 წელს დაბადებული ზ.ბ., 1979 წელს დაბადებული ვ.კ., წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1971 წელს დაბადებული ზ.ი. და 1984 წელს დაბადებული ტ.ი., 1981 წელს დაბადებული მ.უ., სხვადასხვა დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., 1979 წელს დაბადებული გ.ქ., 1982 წელს დაბადებული ნ.ც. და ამავე წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ., 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჯ., 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ., 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ., 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ც., 1994 წელს დაბადებული ს.ბ., 1971 წელს დაბადებული ა.ხ., 1995 წელს დაბადებული ლ.ო., 1976 წელს დაბადებული ლ.გ., 1994 წელს დაბადებული ი.ფ., 1998 წელს დაბადებული ლ.ლ., 1998 წელს დაბადებული მ.ბ., 1979 წელს დაბადებული ს.ბ, 1976 წელს დაბადებული ქ.ბ., 2001 წელს დაბადებული კ.ლ., 1988 წელს დაბადებული მ.ბ., 1997 წელს დაბადებული მ.ზ., 2004 წელს დაბადებული ნ.ს., 2003 წელს დაბადებული ს.მ., 2002 წელს დაბადებული ლ.ხ, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ., 2003 წელს დაბადებული ნ.გ., 2004 წელს დაბადებული თ.ჭ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ., 2002 წელს დაბადებული ა.ლ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ს., 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.დ., 1990 წელს დაბადებული ა.ბ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ხ.კ., 1970 წელს დაბადებული კ.ბ. და 1983 წელს დაბადებული ლ.კ.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „ექსტაზი“, „მეტადონი“, "კეტამინი", "ლირიკა", "ოპიუმი" და "მარიხუანა".
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებს, პოლიციამ უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე დააკავა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არიან თურქეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ლატვიის, ნიგერიისა და სომხეთის მოქალაქეები.
განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ასევე, საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისთვის დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1987 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბ.თ., 1991 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ნ.ნ, 1989 წელს დაბადებული ლატვიის მოქალაქე რ.კ., 1980 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე რ.ს., ასევე, სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული დ.ი. და 2001 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰ.პ., 1987 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დ.ე., აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ს.ა., 1985 წელს დაბადებული ლ.წ., 1976 წელს დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ტ.რ., 1980 წელს დაბადებული დ.დ., 1983 წელს დაბადებული ა.მ., 1962 წელს დაბადებული ზ.ჯ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.გ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული.
მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა.
პოლიციამ ჯამში, მთელი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.
პოლიცია განაგრძობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებას, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ასევე განაგრძობს აქტიურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ.