შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ო.თ. სარფში დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 13 აბი, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.