შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ვ., ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ავტოსადგომიდან „რენო კანგოს“ მოდელის ავტომობილი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.