საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სათხილამურო კურორტი - მიტარბი დღეს ოფიციალურად გახსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
მიტარბის ახალ სათხილამურო ტრასაზე, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ზამთრის კურორტზე, დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს ახალი დანაყოფი - მოთხილამურე პატრული დაიცავს.
სპეციალურად გადამზადებული, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და ეკიპირებით აღჭურვილი შსს-ს საპატრულო პოლიციის 80-მდე თანამშრომელი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონის დასრულებამდე დარჩება.