შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 პროცენტით.
აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.
შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები.