დაიბადა 1978 წლის 22 იანვარს
პროფესიული გამოცდილება:
2024 წლის 30 დეკემბრიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
2019 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე - ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა;
2018 წლის აპრილიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე;
2012-2018 წლებში - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად (საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსად);
2017 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი;
2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას;
2010-2012 წლებში ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებასა“ და ევროპის კავშირის (EU) პროექტ „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში“ მუშაობდა პროექტის კოორდინატორად;
2007-2008 წლებში - კომპანია „აბგ & პროფსერვის გრუპში“ ადვოკატად;
2008-2012 წლებში დააფუძნა საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი“, სადაც საერთო სპეციალიზაციით მუშაობდა ადვოკატად;
2005-2007 წლებში - ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებების დაცვა შეიარაღებულ ძალებში და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის სამინისტროზე“ ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) პროექტში პროექტის კოორდინატორად და ადვოკატად;
2006-2009 წლებში - პროექტის კოორდინატორად ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრისა და IRI-ის პროექტ „ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელ სკოლაში“;
2003 -2004 წლებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
2002-2004 წლებში - სამხედრო დისციპლინის კოდექსის შემმუშავებელი კომისიის წევრად;
2002-2003 წლებში - ადვოკატად ევროპული კომისიის (EC) პროექტში - „სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები თავდაცვის სფეროში“;
2001-2011 წლებში - ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“ იურისტად, საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი ჯგუფის წევრად;
2001-2002 წლებში - ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებასა“ და პროექტ „სამხედრო მოსამსახურის უფლებებში“ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ადვოკატად;
2001 წელს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს იურიდიული ქვეგანყოფილების იურისტ-კონსულტანტად.
განათლება და კვალიფიკაცია:
1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით;
2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში;
წოდება - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი
უცხო ენები - ინგლისური, რუსული
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.