დაბადების თარიღი: 31.08.1987
პროფესიული გამოცდილება:
2021 წლის მარტიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2019–2021 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი;
2018–2019 წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
2018 წ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;
2015–2018 წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
2014–2018 წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარე;
2012-2015 წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2010-2012 წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
2009-2010 წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის იურისტი;
2009 წ. - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის თანაშემწე;
2009 წ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწე.
აკადემიური საქმიანობის გამოცდილება:
2020 წლიდან - ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
2019 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
2013 – 2018 წწ. - სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი;
განათლება და კვალიფიკაცია:
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა - დოქტორანტი (2019 წლიდან);
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის მაგისტრი (2008-2011);
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი (2004-2008);
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (Rondeli Foundation) პროგრამა - საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში (2012);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი - სისხლის სამართლის კურსი (2007-2008);
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით (2009).
წოდება - პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი
უცხო ენები: ინგლისური, რუსული.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი.