112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

რისკები და რეკომენდაციები

ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გამოიჩინეთ თავშეკავება და არ აჰყვეთ პანიკას!!!

რეკომენდაციები
• სასწრაფოდ დავიკავეთ ამაღლებული ადგილი;
• თუ იმყოფებით წყალში, ტალღის მოახლოებისას ჩაყვინთეთ მის ფუძესთან ღრმად და გარკვეული დაყოვნების შემდეგ ამოყვინთეთ;
• წყალში მოხვედრის შემთხვევაში, ეცადეთ თავიდან მოიშოროთ მძიმე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცურვით ან მცურავი საშუალებების გამოყენებით გამოდით მშრალ ადგილზე;
• ყურადღებით იყავით წყალზე მოტივტივე საგნების მიმართ რათა არ მოხდეს შეჯახება და თავიდან აიცილოთ ტრავმა;
• მაშველების მოსვლამდე ადით შენობის ზედა სართულებზე (სახურავზე, ხეებზე და სხვა შემაღლებულ ადგილებზე);
• განუწყვეტლივ გადაეცით სიგნალი უბედურების შესახებ: დღისით გამოფინეთ კარგად ხილვადი ქსოვილის ნაჭერი, ხოლო დაბნელებისას ისარგებლეთ შუქსიგნალით;


ატმოსფერული ნალექები

წყალდიდობა
როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის დროს:
• შეტყობინების სიგნალის მიღებისთანავე, დაუყონებლივ დატოვეთ შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონა და გადადით უსაფრთხო რაიონში;
• წაიღეთ რამოდენიმე დღის სამყოფი კვების პროდუქტები, წყლის, მედიკამენტების და საჭირო ნივთების მარაგები;
• გატარდით რეგისტრაციაში საევაკუაციო პუნქტში;
• ევაკუაციას ექვემდებარება შინაური ცხოველებიც;
• თუ გაქვთ საშუალება, ძვირფასი საოჯახო ნივთები გადაიტანეთ სახლის ზედა სართულებზე;
• პირველი სართულის ფანჯრები და კარებები ამოჭედეთ გარედან ფიცრებით;
დატბორვის მოულოდნელად განვითარების შემთხვევაში:


მეწყერული ზონები

მეწყერი
როგორ მოვიქცეთ მეწყერის დროს:
მეწყერის წარმოქმნის საშიშროების შესახებ სიგნალის მიღებისას:
• გამორთეთ გაზი, ელ.ხელსაწყოები, წყალსადენი ქსელი;
• მოემზადეთ დაუყონებლივი ევაკუაციისათვის;
• თუ მეწყერის გადაადგილების სიჩქარე დღე-ღამეში 0,5-1 მეტრს აღემატება, ევაკუირება უნდა მოხდეს დაუყონებლივ;
• ევაკუაციის დროს თან უნდა წაიღოთ საბუთები და საჭირო პირველადი მოხმარების საგნები (პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვ.);
ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გამოიჩინეთ თავშეკავება და არ აჰყვეთ პანიკას!!!


ღვარცოფული ზონები

ღვარცოფი
როგორ მოვიქცეთ ღვარცოფის დროს:
• ღვარცოფის ნაკადის მოახლოების შესახებ გაფრთხილება-სიგნალის მიღების (სირენით, რადიოთი, ტელეფონით) ან სპეციფიკური ხმაურის გაგების შემთხვევაში (აქაფებული წყლის ხმა, ქვის ნამსხვრევების ჭახუნი, გრუხუნი და სხვ.) აუცილებელია დაუყონებლივ ახვიდეთ ველ-დაბლობიდან (წყლის ჩასადინარიდან) 50-100 მეტრით მაღლა.
• ეცადეთ სასწრაფოდ მოახდინოთ ევაკუირება უსაფრთხო ადგილზე, წინასწარ განსაზღვრული საევაკუაციო სქემის შესაბამისად.
• გახსოვდეთ, რომ ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.


სეისმური საშიშროების შეფასების რუქა


მიწისძვრა
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:
• თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ სადაც ხართ;
• უფრო ძლიერი მიწისძვრის დროს
თუ ხართ შენობაში:
- სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან;
- მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
- არ ისარგებლოთ ლიფტით;
- დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
- თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
- არ ისარგებლოთ ასანთით;
თუ ხართ ქუჩაში:
- გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან;
- არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ;


რისკების დიაგრამა


ზვავი
როგორ მოვიქცეთ ზვავსაშიშ ზონაში ყოფნისას:
• ყურადღება მიაქციეთ ამინდის ცვლილებას;
• მთაში წასვლისას, უნდა იცოდეთ თქვენი მგზავრობის რაიონში ზვავის შესაძლო ჩამოწოლის ადგილები;
• თავი აარიდეთ ადგილებს, სადაც არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება;
• ზვავის ჩამოწოლის ყველაზე საშიში პერიოდი გაზაფხულისა და ზაფხულის ნათელი დღეა, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.
როგორ ვიმოქმედოთ ზვავის ჩამოწოლის დროს:
• სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სახიფათო ადგილი და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას ან მოეფაროთ კლდის შვერილს;
• თუ ზვავს ვერ გაექეცით, განთავისუფლდით ბარგისაგან, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებით;
• შეეცადეთ, მჭიდროდ შეკრული ხელებით მიიკრათ მუხლები მუცელზე (მიიღოთ გუნდას ფორმა).


ზარალის დიაგრამა

როგორ ვიმოქმედოთ ზვავში მოყოლის დროს:
• სასუნთქი ორგანოების დაცვის მიზნით სახეზე აიფარეთ ხელთათმანები, შარფი, საყელო;
• ეცადეთ დარჩეთ ზვავის ზედაპირზე და ხელების მოძრაობით გადაადგილდეთ ზვავის კიდისაკენ;
• ზვავის გაჩერების შემდეგ ეცადეთ სახისა და მკერდის ირგვლივ თავისუფალი სივრცე შექმნათ, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას;
• შეეცადეთ გაარკვიოთ თუ სად არის მიწის ზედაპირი და იმოძრავეთ ზევით;
• გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადს და სითბოს. ეცადეთ არ დაიძინოთ;
• არ იყვიროთ, თოვლი თქვენს ხმას მთლიანად ახშობს;
• გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ.

რჩევები მოყვარულ მთამსვლელებს

სანამ მთის დალაშქვრას შეუდგებით უნდა გაითვალისწინოთ მოსალოდნელი რისკისა და საფრთხის საშიშროება. ყურადღება უნდა გამახვილდეს თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. არავის შეუძლია გარანტია მოგცეთ ამინდისა და სამთო ღონისძიებების უსაფრთხოებაზე. მთის დალაშქვრისას შესაძლოა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სერვისების ნაკლებობა. ჩვენ გირჩევთ წინასწარ მიმართოდ თქვენს ექიმს რათა დარწმუნდეთ თქვენს ჯანმრთელობაში. ექსპედიციის დაწყებამდე სასურველია თქვენი მარშრუტი შეათანხმოთ ჩვენთან რათა სიტუაციის გართულებისას ჩვენმა მაშველებმა დროული და პროფესიონალური დახმარება აღმოგიჩინონ. ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დარეკეთ “112”.

1. მთა ყაზბეგი (მყინვარმწვერი)
სირთულის ხარისხი: II UIAA (იოლი)
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.
სიმაღლე: 5033 მ.
ასვლის დრო: 8-9 სთ.
ყაზბეგის მეტეო-სადგური 3-4 სთ.

2. მთა ჭაუხი
სირთულის ხარისხი: II UIAA (იოლი)
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.
სიმაღლე: 3842 მ.

3. ხევსურეთის ლანდშაფტი (შატილი, არხოთი)
სირთულის ხარისხი: A (იოლი)
სიმაღლე: 2700 მ.
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.

4. ხევსურეთის ლანდშაფტი (არხოთი)
სირთულის ხარისხი: C (გართულებული)
სიმაღლე: 2930 მ.
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.

5. გუდაური
სირთულის ხარისხი: A (იოლი)
ტურისტებისთვის დასაშვები სეზონი: მაისი-ოქტომბერი.
სიმაღლე 3000 მ.