საერთაშორისო თანამშრომლობა:
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ: NATO-ს კატასტროფებზე რეაგირების ევრო–ატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრთან; ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრთან; გაეროს ჰუმანიტარული საქმიანობის საკოორდინაციო ოფისთან; ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან; სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICDO) და სხვა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: საქართველოს წითელი ჯვარი; გადავარჩინოთ ბავშვები; ASB; CENN; OXFAM და სხვა.
✔ საერთაშორისო თანამშრომლობა ,,NATO’’
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მონაწილეობას იღებს:- ნატო-ს “სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების კომიტეტის” (CEPC) პლენარულ სხდომებში;
- ნატო-ს „სამოქალაქო დაგეგმარების ჯგუფის“ (CPG) შეხვედრებში;
- ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის (EADRCC) ეგიდით გამართულ საველე და სამეთაურო საშტაბო ვარჯიშებში;
- ქ. ობერამერგაუში (გერმანია), არსებულ ნატო-ს სკოლაში ორგანიზებულ ნატო-ს სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარების კურსებში.
✔ საერთაშორისო თანამშრომლობა EU- PPRD EAST
EU-PPRD EAST წარმოადგენს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომლის მიზანია რეგიონის ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში:- წყალდიდობის მართვა და ევროკავშირის წყალდიდობების, ინდუსტრიული რისკების და SEVESO, მონაცემების და ინფორმაციის გაზიარება და INSPIRE დირექტივები;
- კატასტროფების რისკების შეფასება და ელექტრონული რეგიონალური რისკების ატლასი;
- სტიქიისას ზარალის მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
- კატასტროფების რისკების მართვის დაგეგმარება;
- მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა;
- PPRD East-ის პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა აიმაღლეს ცოდნის დონე გეოინფორმაციულ საკითხებში, გაიარეს საგანგებო სიტუაციების მართვის საბაზისო და ოპერატიული მართვის კურსები. მონაწილეობა მიიღეს რეგიონალურ და სუბ-რეგიონალურ სამაგიდო სამეთაურო ვარჯიშებში. ასევე, მონაწილეობა მივიღეთ რეგიონალური ფორმატის სემინარში, თემაზე: „სევესო დირექტივები - გამოცდილების გაზიარება“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი ქიმიური საფრთხის შემცირების მარეგულირებელი რეგლემენტების დაახლოებას ევროკავშრის შესაბამის დირექტივებთან.
- 13-19 ივნისს, 31 აგვისტოს, 7-14 ნოემბერს და 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოს თანამშრომლებმა დანიაში მონაწილეობა მიიღეს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის „HNS“-ის რეგიონალურ სემინარებში.
- 7-9 ივლისს მოლდოვაში კატასტროფებით გამოწვეული ზარალის მონაცემების დადგენის (DLD) რეგიონალურ სემინარში.
✔ საერთაშორისო თანამშრომლობა
- გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისთან (UNISDR) და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზება გაუკეთდა პოლიციის აკადემიაში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი და სპეციალურად უფლებამოსილი პირების სწავლებას თემაზე: ”შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში”.
✔ საერთაშორისო დახმარება
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს სამხედრო სარდლობასთან ევროპაში (EUCOM), რაც მოიცავს სხვადასხვა სახის სამაგიდო და საველე ვარჯიშებს, ასევე ორგანიზაციის დახმარებით ხორციელდება რიგი ტექნიკური დახმარების პროექტები, კერძოდ:
- სამაშველო აღჭურვილობისა და მაღალი გამავლობის საშტაბო-სამეთაურო ავტომობილის გადმოცემა;
- სასწავლო ადმინისტრაციული შენობის გადმოცემა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე;
- სააგენტო თანამშრომლობს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “ICDO”-სთან, მათ მიერ გადმოცემული იქნა ჰუმანიტარული ტვირთები;
- თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში ქბრბ პირველადი მორეაგირე ჯგუფებისათვის შეიძინა სხვადასხვა დანიშნულების აღჭურვილობა.
✔ სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა
პროგრამის ,,პარტნიორობა ქვეყნებს შორის’’ ფარგლებში ტარდებოდა შეხვედრები კრიზისების დროს სამხედრო-სამოქალაქო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაზე განხილული იყო არსებული ეროვნული გეგმის სტატუსი, კრიზისების დროს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის სფეროში სამომავლო ვარჯიშების დაგეგმვის საკითხები და მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან.
- 1-3 ივლისს სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ,,CIMIC-2015’’ სწავლებაში.
აღნიშნული სამაგიდო ვარჯიშების მიზანია, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად, უწყებათა მაღალი რანგის წარმომადგენლების ტრენინგში მონაწილეობა.
✔ სამომავლო გეგმები
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ამ შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;
- საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის ორგანიზება. საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო დახმარებების მოთხოვნის ორგანიზება, მიღება და გაგზავნა;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ამ შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;
- საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის ორგანიზება. საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო დახმარებების მოთხოვნის ორგანიზება, მიღება და გაგზავნა.
✔ შესრულებული სამუშაოები:
- სააგენტოს თანამშრომლების ქბრბ მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა.
სწავლებების მიზანი ბიოლოგიური ინციდენტის დროს, საქართველოს ,,ქბრბ“ ინციდენტებზე ეროვნული რეაგირების გუნდის გადამზადება და აღჭურვაა.
✔ მიმდინარე სამუშაოები:
- გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის თანამშრომლებთან ერთად სამმართველოს თანამშრომლები ჩართულნი არიან ეკოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნასთან და სწრაფი ეკოლოგიური შეფასების ინსტრუმენტთან (FEAT) დაკავშირებულ სამდღიან (24-26 ნოემბერი) ტრენინგში.
✔ განსახორციელებელი ღონისძიებები:
- აშშ-ს სამხედრო სარდლობის ევროპაში (EUCOM) ხელშეწყობით ჩატარდება CMEP TTX სამაგიდო სწავლება უწყებათაორისი კოორდინაციის შესახებ, რასაც წინ უსწრებს 3 დამაგეგმარებელი კონფერენცია საქართველოში;
- სააგენტოს თანამშრომლების მომზადება ოპერატიული მართვის სასწავლო კურსებზე (DEMA საშტაბო კოლეჯში, Snekkersten, Denmark) შემდეგ თემებზე: „კატასტროფების პრევენციისა და მიტიგაციის სფეროში საერთაშორისო მონაწილეების ფუნქციები“; „ადრეული გაფრთხილება“; „OSOCC-ის დაფუძნება და ფუნქციები“; „მხარდამჭერი გუნდის გაშლის პროცედურები“; „რისკების შეფასება“ და „საველე ღონისძიებები“;
- სააგენტოს თანამშრომლების მომზადება პროგრესული წვრთნების კურსებზე, რომელიც ჩატარდება ფინეთში, თემებზე: „საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება“; „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა.“