112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონში ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისათვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერება. 2013–2014

პროექტის ხანგრძლივობა: 2013 ოქტომბერი -2014 სექტემბერი

დაფინანსებულია: აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL)მიერ.

განმახორციელებელი პარტნიორები: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)

პროექტის ბიუჯეტი: 200,000 $

პროექტის ზოგადი მიზანი: სამართალდამცავთა შესაძლებლობების განვითარება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

პროექტის კონკრეტული მიზნები:

  • აჭარის რეგიონში სპეციალისტთა ჯგუფის (Task Force) შექმნა, რომლის შემადგენლობაც ითვალისწინებს 7 მოქმედი გამომძიებლის და 5 პროკურორის ოპერატიულ თანამშრომლობას აჭარის რეგიონში, ტრეფიკინგის წანაღმდეგ მიმართულ საქმიანობაში.
  • სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკნგის) დანაშაულის პროაქტიული გამოვლენა, ეფექტური გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები

  • 3 ტრეინინგის ორგანიზება გამომძიებლებისთის, პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვის;
  • საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით, სამდღიანი ტრეინინგი დანაშაულის პროაქტიულ გამოვლენას და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის თანამედროვე მეთოდებზე;
  • ორი სემინარი რეფერალური მექანიზმის განმახორციელებელი უწყების წარმომადგენლებისათვის;
  • ორი სემინარი/ტრეინინგი მოსამართლეებისთვის;
  • სამი სემინარი ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, სამართალდამცავების და მოსამართლეების ჩართულობით;
  • მრავალენოვანი საინფორმაციო ბეჭვდითი მასალის მომზადება და გავრცელება;
  • პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის ორგანიზება.