საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაასრულა ქართველ პოლიციელთა შესაძლებლობათა ზრდის პროექტის მეორე ეტაპი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართული იყო საპატრულო პოლიციისა და უბნის ინსპექტორთა საშუალო რგოლის მენეჯერების შესაძლებლობათა გაუმჯობესებისკენ და გულისხმობდა კომუნიკაციის ეფექტური ტექნიკის, პრინციპებისა და კონცეფციების პოლიციელთა ყოველდღიურ სამოქმედო პროფესიულ საქმიანობაში დანერგვას.
სწავლების პროგრამა შემუშავდა ეფექტური მართვის უნარ-ჩვევათა კუთხით ქართველ პოლიციელთა საჭიროებების გათვალისწინებით. სწავლება 2010 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა და ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.
'ეფექტური მართვა პირდაპირ კავშირშია ეფექტურ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებთან. საზოგადოების ეფექტურ მომსახურებაზე ორიენტირებული პოლიციის მოდელის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია პოლიციელებმა ეფექტური ურთიერთობები დაამყარონ კოლეგებთან, მათ დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და ზოგადად საზოგადოებასთან, მედიის ჩათვლით," - განაცხადა მერი შიჰანმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.
სწავლებას უძღვებოდა პოლიციის ექსპერტი აშშ-დან.