2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი
12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრები
საჯარო დადგენილებები
საჯაროდ გამოქვეყნებული შეტყობინებები იარაღზე
სანომრე ნიშნები
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა
სტატისტიკა
პოლიციის განყოფილებების რუკა
112 საჯარიმო სადგომი
თავშესაფრის მაძიებელთა პორტალი
ამოცანები
ამოცანები:
-
სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;
-
შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად კვალთა და ნივთმტკიცებების დაფიქსირება, ამოღება, შესაბამისი წესით დალუქული ნივთიერი მტკიცებულებების გამოძიებისათვის გადაცემა, დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;
-
შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება; სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და ექსპერტიზების ჩატარება;
-
კვლევის სპეციალური საშუალებების, ტექნიკისა და სამეცნიერო მეთოდების გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;
-
ოპერატიულ-სამძებრო სამსახურების მომართვის საფუძველზე საინფორმაციო-საძიებო მონაცემთა ბაზებით შემოწმების უზრუნველყოფა;
-
ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება.