ამოცანები: |
- |
სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა; |
- |
შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად კვალთა და ნივთმტკიცებების დაფიქსირება, ამოღება, შესაბამისი წესით დალუქული ნივთიერი მტკიცებულებების გამოძიებისათვის გადაცემა, დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა; |
- |
შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება; სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და ექსპერტიზების ჩატარება; |
- |
კვლევის სპეციალური საშუალებების, ტექნიკისა და სამეცნიერო მეთოდების გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში; |
- |
ოპერატიულ-სამძებრო სამსახურების მომართვის საფუძველზე საინფორმაციო-საძიებო მონაცემთა ბაზებით შემოწმების უზრუნველყოფა; |
- |
ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება. |
|