112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

პროექტები

კარიერული განვითარების ფორუმი

2016 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-ზე მეტ სტუდენტს შსს-ს აკადემიაში გამართულ კარიერული განვითარების ფორუმზე უმასპინძლა. ფორუმის მიზანს უწყების მუშაობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და კვალიფიციური, მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენდა. ზემოაღნიშნულ ფორუმზე შერჩეული სტუდენტები შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდნენ.

მართვის მოწმობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნით კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა აშშ-სა და ევროპის მოწინავე სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკა. მომსახურების სააგენტო აღიჭურვა ადაპტირებული ავტომანქანით და მართვის მოწმობის საგამოცდო სისტემა უფრო ხელმისაწვდომი გახდა შშმ პირთათვის.

კვლევისა და განვითარების პორტალი

2016 წელს ამოქმედდა კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის პორტალი, რომლის მიზანია შსს–ს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების შესახებ, მსოფლიო საპოლიციო სფეროში სიახლეებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მუდმივად განახლება, სამინისტროში შემუშავებული სახელმძღვანელო სტრატეგიებსა თუ შიდაუწყებრივ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, შსს–ს თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა სამინისტროს განვითარების პროცესში.

უსაფრთხოების 10 გაკვეთილი

2016 წლის ოქტომბრიდან საჯარო სკოლებში დაიწყო პროექტის უსაფრთხოების ათი გაკვეთილის განხორციელება. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 42 საჯარო სკოლაში მეხუთე კლასელთათვის უსაფრთხოების თემატიკასა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ გაკვეთილებს შს სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ატარებენ. სკოლის მოსწავლეებს ასევე ურიგდებათ სპეციალური სახელმძღვანელოები.