112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

დროებითი განთავსების ცენტრი

დროებითი განთავსების ცენტრი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს. იგი ფუნქციონირებს 2014 წლის სექტემბრიდან.
დროებითი განთავსების ცენტრი აშენდა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სადაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული განთავსებულ პირთა უფლებები. ცენტრში გათვალისწინებულია მამაკაცების, ქალების და ოჯახების განთავსებისათვის ცალ-ცალკე ფლიგელები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცენტრში გათვალისწინებულია შესაბამისად ადაპტირებული ოთახი. ასევე, შესაბამისი ოთახია გამოყოფილი იმ პირთათვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ და არსებობს მათი მხრიდან გარშემომყოფებისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების საფრთხე.
ცენტრში გათვალისწინებულია სასადილო, სამლოცველო ოთახი, სარეკრეაციო ზონა (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი) და სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა სათამაშო მოედანი. ცენტრში განთავსებული უცხოელებისთვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია პირველადი სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ცენტრში გამოყოფილია სამედიცინო დახმარებისთვის ოთახები (საკარანტინო ოთახი).
ცენტრი გათვლილია 92 პირზე.