112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

კანონმდებლობა

ხელშეკრულებები ექსტრადიციის შესახებ

ორმხრივი ხელშეკრულებები ექსტრადიციის შესახებ
ინტერპოლის როლი წინასწარი პატიმრობის მოთხოვნისას ასახულია ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებშიც.

გენერალური სამდივნოსათვის ცნობილია ორი ორმხრივი ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, რომელიც დადებულია საფრანგეთის მიერ 1988 წელს, სადაც ნათლადაა განსაზღვრული ინტერპოლის როლი. ესენია: ხელშეკრულება კანადასთან (მუხლი 13 (1)), და ხელშეკრულება ავსტრალიასთან (მუხლი 9 (1) (ბ)).

აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ბელგიასა და ამერიკას შორის 1987 წელს დადებული ექსტრადიციის შესახებ კონვენციის მე-10 (1) მუხლი და ბრაზილიასა და იტალიას შორის 1989 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მე-13 (2) მუხლი, რომელთა მიხედვითაც ინტერპოლის არხები შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნის გადასაგზავნად.

1990 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით შემუშავდა ექსტრადიციის ხელშეკრულების მოდელი, მსურველი წევრი ქვეყნებისათვის ექსტრადიციის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოებაში და ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების საკითხებზე დახმარების მიზნით. მე-9 (1) მუხლი წინასწარი დაპატიმრების შესახებ, აღიარებს ინტერპოლის მნიშვნელოვან როლს აღნიშნული სახის მოთხოვნების გაგზავნის დროს. გადაუდებელ შემთხვევებში, მომთხოვნ ქვეყანას შეუძლია ექსტრადიციის ოფიციალურ მოთხოვნამდე მოითხოვოს ძებნილის წინასწარი დაპატიმრება. მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ იგზავნება საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციის ხელთ არსებული საშუალებებით, ფოსტა/ტელეგრაფით ან სხვა მიღებული წერილობითი ფორმით.


ეროვნული კანონმდებლობა


ეროვნული კანონმდებლობა ექსტრადიციის შესახებ
რიგი ქვეყნების ეროვნული კონონმდებლობა განსაკუთრებულად განსაზღვრავს წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნის გაგზავნისას ინტერპოლის არხების გამოყენებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია 1996 წლის 28 ნოემბრის ანდორის მიერ ექსტრადიციის შესახებ ევროპის კონვენციასთან მიერთების შემდეგ მიღებული საექსტრადიციო კანონი. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლი ინტერპოლს განიხილავს, როგორც წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნის გაგზავნის საშუალებას.

1997 წლის 13 იანვარს არგენტინის მიერ მიღებული "სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის" 45-ე მუხლი განმარტავს, რომ წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნა შესაძლებელია გაიგზავნოს დიპლომატიური ან ინტერპოლის არხებით.

უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნის გადაცემისათვის ინტერპოლის არხების გამოყენების ნორმები განხილულია ექსტრადიციის შესახებ გაეროს მომზადებული კანონპროექტის 28-ე მუხლში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი ქვეყანა, რომელიც ეროვნულ საექსტრადიციო კანონმდებლობას გაერო-ს მოდელის მიხედვით განახორციელებს, ხაზგასმით აღიარებს ინტერპოლის როლს წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნის გადაგზავნის სფეროში.

წინასწარი დაპატიმრება გულისხმობს, რომ პირი შეიძლება პატიმრობაში იმყოფებოდეს შედარებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, ექსტრადიციის მოლოდინში: ECOWAS-ის ექსტრადიციის კონვენციის მიხედვით, ეს ვადა განისაზღვრება 20 დღით, ექსტრადიციის შესახებ ინტერ-ამერიკული კონვენციის მიხედვით - 60 დღით, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მიხედვით, ეს ვადა განისაზღვრება 18-40 დღით, ხოლო სამართლებრივ საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ არაბული კონვენციის მიხედვით, კი 30-60 დღით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაკავებული პიროვნება თავისუფლდება.

წინასწარი პატიმრობა არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პირი იმყოფება საპყრობილეში, მოთხოვნის მიმღები ქვეყნის მიერ პირის მომთხოვნ ქვეყანაში ექსტრადირების გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული არ გულისხმობს დაპატიმრების, დაკავების, ან მოკლევადიანი დაკავების (დამოკიდებულია ქვეყნების მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიაზე) შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პოლიციის მიერ პირის დაკავებას. შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში აყვანის გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღოს პოლიციის იმ განყოფილებამ, რომელმაც დაადგინა პიროვნების ადგილსამყოფელი (განსხვავებით დაპატიმრების მიზნით დაკავებისა ან მსჯავრდების მიზნით დაპატიმრებისაგან). დაპატიმრების გადაწყვეტილებას, პოლიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ან გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იღებს მოთხოვნის მიმღები ქვეყნის შესაბამისი სასამართლო ორგანო.