სართაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია-ინტერპოლის როლი
წინასწარი პატიმრობისა და შემდგომი ექსტრადიციის მოთხოვნაში
ექსტრადიციასთან დაკავშირებული რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით, წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნა შეიძლება გაგზავნილ იქნას ინტერპოლის არხებით.
ევროპის საბჭოს პატრონაჟით 1957 წ. მიღებული ექსტრადიციის შესახებ ევროპის კონვენციის (ძალაში შევიდა 1960წ. 18 აპრილს) მე-16 (3) მუხლი განსაზღვრავს, რომ:
“წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნა თხოვნის მიმღები ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ უნდა გაიგზავნოს დიპლომატიური არხებით, პირდაპირ ფოსტის/ტელეგრაფის საშუალებით, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია-ინტერპოლის არხებით ან სხვა საშუალებით, თუ ის შეიცავს წერილობით მტკიცებულელებს. მომთხოვნ უწყებას მოთხოვნის შედეგების შესახებ ეცნობება დაუყონებლივ”.
”ECOWAS”-ის (აღმ. აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანება) წევრი ქვეყნების მიერ მიღებული ექსტრადიციის შესახებ კონვენციის 22 (3)-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ "წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნა გაგზავნილ უნდა იქნას დიპლომატიური არხებით, ფოსტით/ტელეგრაფით, ინტერპოლის მეშვეობით ან მოთხოვნის მიმღები ქვეყნის მიერ დასაშვებად მიჩნეული სხვა ნებისმიერი საშუალებით, რომელიც შეიცავს წერილობით მტკიცებულებებს".
ძებნილი დამნაშავეების გადაცემის შესახებ თანამეგობრობის სქემის (მიღებულია 1966წ.) მე-4 (1) მუხლი (რომელიც ეხება წინასწარი დაპატიმრების მოთხოვნებს) განსაზღვრავს, რომ "თუ ძებნილი იმყოფება ან მიემართება თანამეგობრობის ნებისმიერ ნაწილში, მაგრამ დაპატიმრების ორდერი გაცემული არ არის ისე, როგორც ეს მითითებულია მე-3 (1) (ა) მუხლში ან გაცემულია ისე, როგორც ეს მითითებულია მე-3 (1) (ბ) მუხლში, ამ ინფორმაციის საფუძველზე თანამეგობრობის ამ ნაწილის კომპეტენტურმა სასამართლო ორგანომ შესაძლებელია გასცეს წინასწარი დაპატიმრების ორდერი და ასეთ გარემოებებში, კომპეტენტური ორგანოს მოსაზრებით, დაასაბუთოს ორდერის გაცემა, თუ დანაშაული, რომლის ჩადენაც ბრალად ედება ძებნილს, არის დანაშაული, რომელიც ჩადენილია კომპეტენტური ორგანოს იურისდიქციის ფარგლებში და აღნიშნულ პარაგრაფში მოცემული მიზნებისათვის საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია - ინტერპოლის მიერ გამოცემულ საერთაშორისო ცირკულარში არსებული ან სხვა ინფორმაციით კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება გაიცეს თუ არა წინასწარი დაპატიმრების ორდერი ძებნილი პირის დასაპატიმრებლად".
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ექსტრადიციასთან დაკავშირებული სხვა რეგიონალური კონვენციები, სადაც არ არის მითითებული ინტერპოლის როლი წინასწარი პატიმრობის მოთხოვნისას. ეს კონვენციებია: ინტერ-ამერიკული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ (Inter-American Convention on Extradition), არაბული კონვენცია სამართლებრივ საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (Arab Convention on Mutual Assistance in Legal Matters).