112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

შსს-ს გდდ-მ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა, ამავე დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ბაზაზე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების უსაფრთხოებისა და პოლიციის ატაშეებს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაეწრო. სტუმრებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს. ისინი მიმდინარე და დაგეგმილ საბრძოლო და სპეციალური მომზადების სასწავლო კურსებსაც გაეცნენ, რომლებიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ასევე, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების პირადი შემადგენლობისთვის ტარდება. ვიზიტის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება.