შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის - გიორგი მღებრიშვილის მადლობის სიგელები და სხვადასხვა ჯილდო გადასცა. მინისტრის მოადგილემ მესაზღვრეებს სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატება და საქართველოს გაძლიერება უსურვა.