შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტს, თურქეთის რესპუბლიკის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტს - კარემ კინიკის შეხვდა.
შეხვედრას, ასევე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილე სტუმრებს ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციებზე კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების როლი ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს და უწყებებს შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.