შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საქართველოს და სხვა ქვეყნების 27 მოქალაქე გადაარჩინეს.
ურეკში, წყალზე მაშველებმა, ოპერატიული რეაგირების შედეგად, 25 პირი ნაპიზე უვნებლად გამოიყვანეს, მათ შორის 5 მოზარდი იყო. ბათუმში კი 2 მოქალაქე გადაარჩინეს, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.
შსს-ს წყალზე მაშველების დახმარებით, 6 პატარა მშობლებს უვნებლად დაუბრუნდა. (ურეკში - 5 ფაქტი, ქობულეთში - 1 ფაქტი). სანაპირო ზოლზე დაკარგული ბავშვების მოძიების პოცესი უმოკლეს დროში განხორციელდა.