სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს
კონსტიტუცია, საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, წინამდებარე
დებულებები და სხვა სამართლებრივი აქტები.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის
2004 წლის 27 დეკემბრის N 612 ბრძანებულების საფუძველზე. საქმიანობის სფერო და
ფუნქციები განსაზღვურულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის
13 მარტის N103 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.