სამხედრო საკონტრაქტო სამსახური - დაცვის პოლიციაში 18-27 წლის ასაკის მოქალაქეებს საშუალება აქვთ გაიარონ სამხედრო სავალდებულო/საკონტრაქტო სამსახური. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეები სამსახურში მიიღებიან ერთი წლის ვადით. დაცვის პოლიციაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა წვევამდელების გარდა შეუძლიათ სტუდენტებს, ოჯახში ერთადერთ შვილებს, 27 წლამდე მამაკაცებს, რომლებსაც ყავთ ცოლ-შვილი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეები შეღავათებით სარგებლობენ, თუმცა თუ მათ სამომავლო კარიერისთვის სურვილი აქვთ გაიარონ სამხედრო სამსახური, შეუძლიათ მიმართონ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.
საკონტრაქტო სამსახურის პირობები:
ვადა: 12 თვე;
გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი რეჟიმი (შესაძლებელია სწავლის შეთავსება); ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
ყოველთვიური ანაზღაურება: 90 ლარი.
ვაკანსიები