შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, ლენტეხის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამმართველოს შენობაში უმასპინძლეს და პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. ლენტეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსწავლეებს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
შსს-ს თანამშრომლებთან მოსწავლეების შეხვედრა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მხარდაჭერით გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის - „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ - მიზანია მე-9-12 კლასების მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმაროს.