2014 წლის წლის 4-6 თებერვალს ქ. თბილისში, სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასში“, ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში დაფინანსებული რეგიონული პროგრამა „PPRD East“-ის ეგიდით, გაიმართა „კატასტროფების რისკების შემცირების“ ქვე-რეგიონული სემინარი.
აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია „Eptisa“-ს თბილისის ოფისის და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ. სემინარში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები. სემინარში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები და მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტები (DG ECHO, UNISDR).
ღონისძიების დასკვნით ნაწილს დაესწრო დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ზვიად ქაწაშვილი, რომელმაც სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადასცა შესაბამისი სერთიფიკატები.