კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები 1984 წელს დაბადებული ზვიად სიბაშვილი.
ა/წ 29 მარტს ბრალდებულმა ზვიად სიბაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავის არეში 1967 წ.დ. ივანე ბერუაშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს მისმიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 108-ე მუხლით. რაც ითვალისწინებს 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.