შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ, კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეგიონული და განსაკუთრებულ დავალებათა I, II და III სამმართველოების ხელმძღვანელები.
თათბირზე განხილულ იქნა დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ტერიტორიაზე ახალი სასროლეთი გახსნა. სამმართველოს თანამშრომლებმა ახალ სასროლეთზე საჩვენებელი ტაქტიკური წვრთნები ჩაატარეს.
სასროლეთი კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ხელს შეუწყობს საწვრთნელი ვარჯიშების ჩატარებაში, პროფესიული დონის ამაღლებასა და საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.