კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებულმა ლ. კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.კ.-მ თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს 1977 წელს დაბადებული გ. გ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან 2 საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.