ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 47-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ღობეებისა და მავთულხლართების უკანონო მონტაჟით გამოწვეულ პრობლემებსა და ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში სასმელ და სარწყავ წყალთან დაკავშირებული პრობლემები და ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 19 სექტემბერს არის დაგეგმილი.