შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 42-ე შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში ქარელის რაიონის სოფლებში – ღოღეთსა და ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟი დეტალურად განიხილა, შეხვედრაზე მონაწილე რუსეთის და დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს აღნიშნული პროცესის შეჩერება მოსთხოვა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ახალგორის და ჯავის რაიონის სოფელ ქარძმანში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შემოღებულ ახალ რეგულაციებს და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხებს. ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის საკითხი.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგიების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 21 მარტს გაიმართება.